01/07/2008
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
გასართობი ცენტრი "ასტრა პარკი" წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ცერემონიალს
პარასკევს
4 ივლისს, 19:00 საათზე, გასართობი
ცენტრი "ასტრა პარკი" წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ცერემონიალს. გასართობ ცენტრ
"ასტრა პარკში" ყოველი თვის ბოლოს იმართება 21 გამარჯვებულის შეჯიბრი კარტინგებზე.
შედეგების მიხედვით შეირჩევიან ის მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო დროს აჩვენებენ
ერთი თვის განმავლობაში. ფინალურ რბოლაში გამოვლენილი სამი გამარჯვებული
დაჯილდოვდება გენერალური სპონსორის ("პრემიერ ბიზნეს ჯგუფი" ) მიერ დაწესებული
საჩუქრით.
ამ
ტურნირის მიზანი ყოველი თვის ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები ერთად
შეეჯიბროს წლის ბოლოს, მრავალეტაპიან რბოლაზე, სადაც "ასტრა პარკის" მიერ
დაწესებული საჩუქრები იქნება მოულოდნელი და შთამბეჭდავი. შეჯიბრი გაიმართება
რამდენიმე ტურად, და საბოლოოდ გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
ამის შემდეგ, ღონისძიების გენერალური სპონსორი "პრემიერ ბიზნეს ჯგუფი" გამართავს აქციას:
ტურნირამდე ორი დღით ადრე "ასტრა პარკის" შენობაში დაიდგმება ყუთი, სადაც ყველა მსურველი ჩაყრის თავიანთ მონაცემებს (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი). ტურნირის დასასრულს ყუთი გაიხსნება და "პრემიერ ბიზნეს ჯგუფი" დაასაჩუქრებს ერთ იღბლიან ადამიანს.
საკონტაქტო პირი:ნუკა
ლეჟავა
ტელ: (+995 32 94 36 35)
მობ: (+995
99 15 77 66)
ელ-ფოსტა: nino.lejava@yahoo.com
info@premierpalace.ge
www.astrapark.ge